გაკვეთილის რეფლექსია

                                                                
                                                                                      გაკვეთილის რეფლექსია
       ჩემ მიერ ჩატარებულ გაკვეთილზე სრულად იყო მიღწეული დასახული მიზნები. გამოვიყენე აქტივობები , რომლებიც უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მაღალ ჩართულობას  და დასახული მიზნების მიღწევას. შერჩეული მეთოდები შეესაბამებოდა სასწავლო აქტივობებს და კლასის ორგანიზების ფორმებს.
       კონკრეტული გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს ესაუბრათ ნაცნობ თემაზე, გაეგოთ მოსმენილი ტექსტი და ამოეცნოთ უცნობი სიტყვების გამოთქმების მნიშვნელობები. მათ უნდა მოეფიქრებინათ და შეერჩიათ იდეები წერის პროცესში.
       გამოწვევის ფაზაზე გავააქტიურე მოსწავლეთა წინარე ცოდნა თემის შესახებ. ვფიქრობ რომ „გონებრივი იერიშის“ გამოყენებით შევძელი მოსწავლეების მაქსიმალური ჩართვა საგაკვეთილო პროცესში. სიღრმისეული წვდომის ფაზაზე გამოვიყენე ტექსტის აუდიო მასალა. მოსწავლეებმა ტექსტის მოსმენისას შეავსეს გამოტოვებული  ინფორმაცია, ამოიცნეს უცნობი სიტყვების /გამოთქმების მნიშვნელობები. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ ჯგუფურ მუშაობაში, დახატეს მაისური და ჩამოწერეს იდეები , რომლითაც ხალხს მოუწოდებდნენ დაიცვან გარემო .გააზრების რეფლექსიის ეტაპზე მოსწავლეებს შევავსებინე თვითშეფასების სქემები. მათ ობიექტურად შეაფასეს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები.

       დრო გავანაწილე მიზნობრივად და სრულად გამოვიყენე გაკვეთილის გეგმაში გათვალისწინებული აქტივობები. ამავე გაკვეთილის ხელმეორედ ჩატარების შემთხვევაში უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევდი ჩემ არავერბალურ კომუნიკაციას (სხეულის ენას). საბოლოო ჯამში შედეგით კმაყოფილი დავრჩი. ამ გაკვეთილით მე და ჩემმა კლასმა შევძელით შედეგზე გასვლა.

Comments