შემაჯამებელი შეფასების შედეგების ანალიზი

                                 შემაჯამებელი წერის შედეგების ანალიზი
      შემაჯამებელ წერაში შეფასდა ერთი თემის (Holidays) შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები. მოსწავლეებს დაევალათ სტანდარტით განსაზღვრული ტექსტის (წერილის) შედგენა. დავალების პირობის თანახმად მათ უნდა მიეწერათ წერილი მეგობრისათვის, შეედგინათ სამი აბზაცი, გამოეყენებინათ წერილის შესაბამისი გამოთქმები და გრამატიკული კონსტრუქცია “be going to”.  მოსწავლეებმა შეასრულეს დავალების პირობა, შეძლეს წერილის სტრუქტურის დაცვა. განსაკუთრებით გაუადვილდათ ტექსტში გრამატიკული კონსტრუქციის ( be going to ) გამოყენება. უმეტეს შემთხვევაში ტექსტებში აზრი გასაგებად იყო გადმოცემული. მოსწავლეებს შედარებით გაუჭირდათ წერილში პუნქტუაციისა და მართლწერის ნორმების დაცვა.
       შედეგების ანალიზის გათვალისწინებით ყურადღებას გავამახვილებ მოსწავლეთა სუსტ მხარეებზე. პრობლემის გადასაჭრელად სისტემატურად ვამუშავებ მოსწავლეებს წერით დავალებებზე, სადაც მათ ბევრჯერ მოუხდებათ ერთი და იმავე სიტყვის სხვადასხვა წინადადებაში გამოყენება. ბევრი და სისტემატური ვარჯიში წერის დავალებების უკეთ შესრულებაში დაეხმარებათ მოსწავლეებს.

      საბოლოო ჯამში შედეგებით კმაყოფილი დავრჩი. მოსწავლეებმა შეძლეს სტანდარტით განსაზღვრულ შედეგზე გასვლა.

Comments