გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა


საგანი: ინგლისური ენა
სწავლების საფეხური/ კლასი: საბაზო 9
მოსწავლეთა რაოდენობა: 3
თემა: Global warnings
მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ნაცნობ თემაზე საუბარს, გაიგებენ მოსმენილ ტექსტს, ამოიცნობენ უცნობი სიტყვების / გამოთქმების მნიშვნელობებს; მოიფიქრებენ, შეარჩევენ იდეებს წერის პროცესში.
N
აქტივობა

მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
1
მასწავლებელი სვამს კითხვებს მოსწავლეთა არსებული ცოდნის გასააქტიურებლად:
1.What is “ global warming”?
2.How are we causing global warming?
3. How will global warming influence our environment?
მასწავლებელი მოსწავლეთა პასუხებს წერს დაფაზე.

გონებრივი იერიში
საერთო საკლასო
დაფა, ცარცი, სახელმძღვანელო (Top score 3)
10 წუთი
მოსწავლეები გაიხსენებენ რა არის გლობალური დათბობა, როგორ იწვევს ადამიანი თავისი საქმიანობით გლობალურ დათბობას და რა ზეგავლენას მოახდენს გლობალური დათბობა ჩვენს გარემოზე.
2
მოსწავლეები ორჯერ მოისმენენ ტექსტს და ავსებენ გამოტოვებულ ადგილებს. მასწავლებელი ამოწმებს რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა მოსმენილი უცხო სიტყვების /გამოთქმების მნიშვნელობები.
ტექსტის მოსმენა
ინდივიდუალური
აუდიო მასალა, კალამი
10 წუთი
მოსწავლეები მოისმენენ და გაიგებენ ტექსტს ; ამოიცნობენ უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობებს.
3
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს დავალებას: წარმოიდგინეთ რომ გაცვიათ წარწერებიანი მაისური, რომლის საშუალებითაც ხალხს მოუწოდებთ დაიცვან გარემო. ჯგუფში იმსჯელეთ, მოიფიქრეთ შესაბამისი ფრაზები და ჩამოწერეთ ფურცელზე. მოსწავლეები ქაღალდზე ხატავენ მაისურს და წერენ თავიანთ იდეებს.
გონებრივი იერიში
ჯგუფური
ქაღალდი, ფერადი ფანქრები და ფურცლები, მაკრატელი, წებო.
15 წუთი
მოსწავლეები მოიფიქრებენ, ჩამოწერენ იდეებს საწერ თემატიკასთან დაკავშირებით.
4
სწავლის პროცესის შეფასება- თვითშეფასება. მოსწავლეები ავსებენ თვითშეფასების სქემებს.
შეფასება-თვითშეფასება
ინდივიდუალური
შეფასების სქემები, კალამი
7 წუთი
მოსწავლეები შეაფასებენ სწავლის პროცესს, გააანალიზებენ წარმატებისა და წარუმატებლობის მიზეზებს.
5
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საშინაო დავალებას დაწერონ ესე: “How to protect the environment”
ესეს დაწერა
ინდივიდუალური
რვეული, კალამი
3 წუთი
მოსწავლეები დაწერენ ესეს: “How to protect the environment”
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მიმართულება: მოსმენა
უცხ.ს.V.3. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად.
მიმართულება: წერა
უცხ.ს.V.14. მოსწავლე ფლობს და იყენებს წერის ეფექტურ სტრატეგიებს წერის პროცესის ყველა ეტაპზე.
მიმართულება: ლაპარაკი
უცხ.ს.V.17.     მოსწავლეს      შეუძლია   მისთვის   ნაცნობ   თემაზე   ლაპარაკი.

შეფასების ტიპები და მეთოდები:  განმსაზღვრელი შეფასება
                                                                გაკვეთილის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
           1-2
          3-4
             5-6
            7-8
             9-10
მოსწავლე ტექსტის მოსმენისას ამოიცნობს გამოტოვებულ ინფორმაციას, ამოიცნობს უცნობი სიტყვების / გამოთქმების მნიშვნელობებს.
მოსწავლე ტექსტში ვერ სვამს გამოტოვებულ სიტყვას, ვერ ხვდება უცნობი სიტყვების / გამოთქმების მნიშვნელობებს.
მოსწავლეს უჭირს ტექსტში გამოტოვებული ადგილების შევსება, ვერ გებულობს უცნობი სიტყვების მნიშვნელობებს.
მოსწავლე ტექსტში ნაწილობრივ ავსებს გამოტოვებულ ადგილებს, სრულყოფილად ვერ გებულობს უცნობი სიტყვების მნიშვნელობებს.
მოსწავლე უმეტესად ავსებს ტექსტში გამოტოვებულ ადგილებს და გებულობს უცნობი სიტყვების/ გამოთქმების მნიშვნელობებს.
მოსწავლე ზედმიწევნით ავსებს ტექსტში გამოტოვებულ ადგილებს და სრულყოფილად ამოიცნობს უცნობი სიტყვების/ გამოთქმების მნიშვნელობებს.
წერის დროს ლოგიკურად  აყალიბებს და ამთლიანებს იდეებს
მოსწავლე ვერ წერს, ვერ აყალიბებს იდეებს.
მოსწავლეს უჭირს იდეების ლოგიკურად ჩამოყალიბება წერის დროს.
მოსწავლე ნაწილობრივ აყალიბებს იდეებს წერის პროცესში
მოსწავლე უმეტესად ლოგიკურად აყალიბებს იდეებს წერის დროს.
მოსწავლე სრულყოფილად წერს, შეუძლია იდეების ლოგიკურად ჩამოყალიბება და გამთლიანება.
საუბრისას იცავს აზრობრივ თანმიმდევრობას, მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს.
მოსწავლე ვერ საუბრობს, ვერ იცავს აზრობრივ თანმიმდევრობას.
მოსწავლეს უჭირს საუბარი, აზრის მკაფიოდ და გასაგებად ჩამოყალიბება.
მოსწავლეს ნაწილობრივ  უჭირს საუბრისას აზრობრივი თანმიმდევრობის დაცვა და აზრის გასაგებად ჩამოყალიბება
მოსწავლე უმეტესად მკაფიოდ და გასაგებად საუბრობს, იცავს აზრობრივ თანმიმდევრობას.
მოსწავლე სრულყოფილად საუბრობს. იცავს აზრობრივ თანმიმდევრობას, მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს.
თანამშრომლობს გუნდის წევრებთან, ისმენს სხვების მოსაზრებებს, გამოთქვამს საკუთარს.
მოსწავლე ვერ თანამშრომლობს თანაგუნდელებთან.
მოსწავლეს უჭირს გუნდის წევრებთან თანამშრომლობა.
მოსწავლე თანამშრომლობს გუნდის წევრებთან, მაგრამ უჭირს საკუთარი აზრის ჩამოყალიბება.
მოსწავლე თანამშრომლობს გუნდის წევრებთან, ისმენს სხვების მოსაზრებებს, გამოთქვამს საკუთარს, მაგრამ  აზრი სრულყოფილად ჩამოყალიბებული არ არის.
მოსწავლე აქტიურად თანამშრომლობს გუნდის წევრებთან, ისმენს სხვების მოსაზრებებს და გამოთქვამს საკუთარს.
                                                                                          
                                                                            



                                                                           გაკვეთილის ბოლოს მოსწავლის თვითშეფასების სქემა
რა იყო გაკვეთილზე შენთვის ყველაზე საინტერესო?

რა ისწავლე ამ გაკვეთილზე?

რა გააკეთე კარგად? რა იყო შენი წარმატების მიზეზი?

რა ვერ გააკეთე კარგად? რა იყო შენი წარუმატებლობის მიზეზი?

რა გინდა შემდეგში უკეთ გააკეთო?




Comments