საშინაო დავალების შეფასების რუბრიკა

                                    საშინაო დავალების ანალიტიკური შეფასების რუბრიკა

საშინაო დავალების სტანდარტთან შესაბამისობა
უცხ.დ.VI.13. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა, გამომუშავებული აქვს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები და შეუძლია მათი გამოყენება.

კრიტერიუმები
    1-2
      3-4
    5-6
    7-8
    9-10
მოსწავლე ტექსტში შეარჩევს სათანადო მიმართებით ნაცვალსახელს/       ზმნიზედას.
მოსწავლე ტექსტში ვერ არჩევს სათანადო ნაცვალსახელს /ზმნიზედას.
მოსწავლეს უჭირს ტექსტში სათანადო ნაცვალსახელის / ზმნიზედის შერჩევა
მოსწავლე ნაწილობრივ შეარჩევს ტექსტში სათანადო ნაცვალსახელს /ზმნიზედას.
მოსწავლე უმეტესად არჩევს ტექსტში სათანადო ნაცვალსახელს /ზმნიზედას.
მოსწავლე სრულყოფილად შეარჩევს ტექსტში სათანადო ნაცვალსახელს /ზმნიზედას.
იცავს ელემენტარულ სინტაქსურ მიმართებებს წინადადების წევრებს შორის; ათანხმებს ზმნას და მიმართებით ნაცვალსახელს პირსა და რიცხვში.
მოსწავლე ვერ იცავს სინტაქსურ მიმართებებს წინადადების წევრებს შორის; ვერ ათანხმებს ზმნას და მიმართებით ნაცვალსახელს პირსა და რიცხვში.
მოსწავლეს უჭირს სინტაქსური მიმართებების დაცვა წინადადების წევრებს შორის; უჭირს ზმნისა და მიმართებითი ნაცვალსახელის პირსა და რიცხვში შეთანხმება.
მოსწავლე ნაწილობრივ იცავს სინტაქსურ მიმართებებს წინადადების წევრებს შორის; ნაწილობრივ ათანხმებს ზმნასა და მიმართებით ნაცვალსახელს პირსა და რიცხვში.
მოსწავლე უმეტესად იცავს ელემენტარულ სინტაქსურ მიმართებებს წინადადების წევრებს შორის. უმეტესად ათანხმებს ზმნას და მიმართებით ნაცვალსახელს პირსა და რიცხვში.
მოსწავლე სრულყოფილად იცავს სინტაქსურ მიმართებებს წინადადების წევრებს შორის; ათანხმებს ზმნას და მიმართებით ნაცვალსახელს პირსა და რიცხვში.
იცავს სიტყვათა რიგს მტკიცებითი შინაარსის შემცველ წინადადებაში.
მოსწავლე ვერ იცავს სიტყვათა რიგს წინადადებაში.
მოსწავლეს უჭირს სიტყვათა რიგის დაცვა წინადადებაში
მოსწავლე ნაწილობრივ იცავს სიტყვათა რიგს წინადადებაში.
მოსწავლე უმეტესად იცავს სიტყვათა რიგს წინადადებაში.
მოსწავლე სრულყოფილად იცავს სიტყვათა რიგს წინადადებაში.

Comments